ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 65
28.12.2007

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ.

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

1.             მოწონებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი (დანართი №1), იმის გათვალისწინებით, რომ სამეცნიერო საქმიანობის (კვლევის) გააქტიურების თვალსაზრისით, ბიუჯეტის ხარჯების ნაწილს, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების მუხლში დაემატოს « საზღვარგარეთიდან მეცნიერთა მოწვევა სამეცნიერო სამიანობისათვის (კვლევებისათვის) - 200 000 ლარის ოდენობით ».  ასიგნების გაზრდა მოხდება გარდამავალი ნაშთის ხარჯზე.
2.             ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად გადაეცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

 

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი