ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

13.04.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 202

2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

I. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები: „უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. დ. ძიძიგური), ბიოსამედიცინო მეცნიერებები (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ლეჟავა, ასოც. პროფ. ნ. დორეული, ასოც. პროფ. ნ. კოტრიკაძე, ასოც. პროფ. ნ. კოშორიძე), „ქიმიური ექსპერტიზა“ (ხელმძღვანელი: პროფ. შ. სამსონია), „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (ხელმძღვანელი: ფიზ.–მათ. მეცნიერებათა კანდ. რ. ჯობავა),  ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის პროგრამებში ცვლილების შეტანის შემდეგ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა  „კულტურული მემკვიდრეობა: კვლევა და მართვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ზ. სხირტლაძე) და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ი. კაჭკაჭიშვილი) ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის პროგრამაში ცვლილების შეტანის შემდეგ.

ზემოთ აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებში შევიდეს შემდეგი ცვლილება: კურიკულუმით გათვალისწინებული სავალდებულო კრედიტების მეოთხედი, ანუ 30 კრედიტი მაინც იყოს საერთო ფაკულტეტის სხვა, ერთ ან რამდენიმე სამაგისტრო პროგრამასთან.

II. მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. პ. იმნაძე) ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის  პედაგოგების მოწვევასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების  გარეშე.

III. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი