19 ოქტომბერი, 2009
დადგენილება № 297


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებზე “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” და “გენდერის კვლევები” უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე, თვითდაფინანსებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ.


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,


1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” უცხო ქვეყნის მოქალაქეობის და მოქალაქეობის არმქონე, თვითდაფინანსებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1125 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.




გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი