18 დეკემბერი,2009
დადგენილება №326

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანულენოვანი  და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წელს ვაკანსიების გამოყოფის შესახებ.


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 საწავლო წლისთვის გამოიყოს 252 ვაკანსია აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1).
2.    ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის განსაზღვრული 252 ვაკანსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოს ინსტიტუციური აკრედიტაციით დადგენილი ქვოტის ზემოთ.
3.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
4.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი