13 ოქტომბერი 2010
დადგენილება №115/2010


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 01 ივნისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №25806/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1–ის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ხსენებული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) სწავლების თანამდეროვე მეთოდების კურსი – 15 კრედიტი (10 კრედიტი –იურიდიული ფაკულტეტი, 5 კრედიტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)“

2. დადგენილების  ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დადგენილების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი