29 ნოემბერი 2010
დადგენილება №134/2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, 77/2011 დადგენილებით



სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ დამატებების შეტანის შესახებ



  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და თსუ სასწავლო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების (№29302/02  26.11.10)  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის:
ა) პირველ მუხლს მე–5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–51 პუნქტი:
“ 51. თსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ფორმდება რექტორსა და კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე რექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით.”

ბ) მე-9 მუხლს მე–51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–52 პუნქტი:
“52. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ თსუ-ში, თუ მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ვერ სთავაზობს სემესტრულად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლას, მიეცეს უფლება, სწავლის საფასური გადაიხადოს ამ დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.”

2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი