22 დეკემბერი 2010
დადგენილება №140/2010


ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2011 წლის
6 ივნისის  №54/2011 დადგენილებით


2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე, 25–ე, 31–ე მუხლების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9, 26–ე, 31–ე მუხლების, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე–3, მე–5 მუხლების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
   
1: ა) 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილ იქნას პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 10 იანვრისა;

ბ) 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 25 იანვრისა;   

გ) 2011-2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 31 იანვრისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ თსუ აკადემიური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აღწერილობასა და სილაბუსებს არ განუცდიათ რაიმე ცვლილება, მაშინ შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელმა (კოორდინატორმა) განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომ პროგრამას გაეწიოს რეკომენდაცია ფაკულტეტისა და თსუ აკადემიურ საბჭოს წინაშე მისი აღწერილობისა და სილაბუსების განმეორებით წარმოდგენის გარეშე. 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას, ხოლო მისი თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი