10 მარტი, 2010
დადგენილება №23/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის საფუძველზე

 1.     გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა აკადემიურ თანამდებობაზე   არჩევის  შესახებ   გადაწყვეტილების   მიღებამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ ასისტენტ პროფესორებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა ამოიწურა 2010 წლის 5 მარტს.
 2.    დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის       დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)

 3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი