31 მარტი, 2010
დადგენილება №39/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტინგენტის და მისაღები გამოცდებისთვის მისანიჭებელი კოეფიციენტის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,


  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, მისაღები კონტინგენტი და მისაღები გამოცდებისათვის  მისანიჭებელი კოეფიციენტი (იხ. დანართი);
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი