13 სექტემბერი 2010
დადგენილება №98/2010

„ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისათთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №58/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისათთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს №58/2010  დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესი“–ს მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ე.წ. არადიფერენცირებულ „ჩათვლას“ ენიჭება პირობითი ქულა: სტუდენტის მიერ ყველა საგანში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული (მთელ რიცხვამდე დამრგვალებული). აღნიშნული პუნქტი მოქმედებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხული და აღდგენილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში.“

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი