დადგენილება №12/2011
31 იანვარი 2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010  წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული სტუდენტები ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფაკულტეტის მიმართულებებზე დარჩება ვაკანტური ადგილები. ამ შემთხვევაში ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი