დადგენილება №75/2011
25 ივლისი, 2011




პროფესორ კლაუს დიკესათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 20.07.2011 №19121/02 წარდგინების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  თსუ–ისა და იენის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოჩენილ მეცნიერს, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კლაუს დიკეს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი