დადგენილება №92/2011
19 სექტემბერი, 2011


,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №77/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ 21–ე მუხლის შინაარსი ჩაითვალოს მუხლის პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე–2 პუნქტი:

„2. უნივერსიტეტში 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ, დამატებითი სემესტრის  სტუდენტს, სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად, შემდეგი წესით:
ა) სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში სწავლის საფასური 2011–2012 და 2012–2013 სასწავლო წელს განისაზღვრება:
ა.ა) ბაკალავრიატში – 750 ლარი;
ა.ბ) მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 1000 ლარი;
ბ) ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას სწავლის საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და შეადგენს:
ბ.ა) ბაკალავრიატში ყოველ კრედიტზე – 25 ლარს;
ბ.ბ) მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 35 ლარს.“.

2. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი