დადგენილება №120/2012
10 დეკემბერი, 2012


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 ნოემბრის №306 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 02.11.2012, №28494/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 ნოემბრის № 306 დადგენილების II1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„II1. ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრულ პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძეს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 30 ივლისამდე.".

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი