არ არის დამტკიცებული ამ დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად
თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
დადგენილება №124/2012
17 დეკემბერი, 2012


„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და ,,ნ“  ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ №2, №3, №4, №5 და №6 დანართებში ნაცვლად სიტყვებისა „(გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა)“, ჩაიწეროს სიტყვები „(გარდა კანონის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების სამეურვეო საბჭოს წევრებისა, რომელთაც გააჩნიათ მხოლოდ ჰონორარისა და კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯების ანაზღაურების უფლება, ასევე გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა).“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი