ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 26 თებერვლის
№86/2018 დადგენილებით


დადგენილება №19/2012

13 მარტი, 2012



ა(ა)იპ - ივანე ჯავახიოშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ


,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიოშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დებულება (დანართი №1).
2. წინამდებარე დადგენილებით მიღებული სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დებულება დასამტკიცებლად გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. ეთხოვოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის მოქმედი დებულების გაუქმება წინამდებარე დადგენილების დანართი №1-ით გათვალისწინებული დებულების ძალაში შესვლის დღიდან.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი