დადგენილება №3/2012
16 იანვარი, 2012


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორების ფატმან ანთაძე–მალაშხიასა და თეა შურღაიასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 06.01.2012, №143/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორებს ფატმან ანთაძე–მალაშხიასა და თეა შურღაიას გაუგრძლდეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა აკადემიური საბჭოს მიერ აღნიშნულ თანამდებობებზე კონკურსის შედეგად კანდიდატთა არჩევამდე.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2012 წლის 4 თებერვლიდან.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი