დადგენილება №50/2012
20 ივნისი, 2012



„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის  №39/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე პირადი განცხადებების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის  №39/2012 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ–მ“ ქვეპუნქტები:

დ) ნუგზარ ალექსიძე;
ე) თეიმურაზ იოსელიანი;
ვ) მარიამ ლორთქიფანიძე;
ზ) გიორგი ტყეშელიაძე;
თ) მზექალა შანიძე;
ი) ჯუმბერ ჭუმბურიძე;
კ) ოთარ ჯაფარიძე;
ლ) ლეო ჩიქავა;
მ) შოთა ცხოვრებაშვილი.“.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი