დადგენილება №64/2012
23 ივლისი, 2012


გოჩა ჯაფარიძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
მედლის მინიჭების შესახებ



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2012 წლის 23 ივლისის №17542/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში, საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი