დადგენილება №89/2012
24 სექტემბერი, 2012


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 17.09.2012, №23345/02 წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორ ცირა ბარამიძეს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე.".

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი