დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №34/2013
25 თებერვალი, 2013


„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 10 იანვრის №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №20/2013 დადგენილების პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კავკასიოლოგია (კავკასიური ენები):
1) ნოდარ არდოტელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე);
2) ბელა შავხელიშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
3) ვლადიმერ კიკილაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
4) რევაზ აბაშია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
5) ვასილ გონაშვილი - ასოცირებული პროფესორი, თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი