დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №54/2013
25 მარტი, 2013


,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლისა და თსუ ხარისხსი უზრუნველყოფის სამსახურის 22.03.2013, №9238/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის დანართი №1-ით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი/მასწავლებელი და  ასრულებს მისთვის განსაზღვრულ მინიმალური სავალდებულო საათობრივი დატვირთვით გათვალისწინებულ სამუშაოს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი).“.

ბ) პირველი პუნქტის დანართი №3-ით დამტკიცებული „სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანის“ „პროფესორის–ასისტენტობის“ პუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დოქტორანტის მიერ ჩატარებული სამუშაო ჯგუფის, ლაბორატორიული  სამუშაოების, პრაქტიკუმების საათები არ უნდა შედიოდეს სხვა აკადემიური  და/ან მოწვეული პერსონალის საათობრივ დატვირთვაში.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი