დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №55/2013
25 მარტი, 2013



„დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 22.03.2013, №9238/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილებაში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ მე–5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში  რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს ფაკულტეტის დეკანს, რომელიც ამზადებს წარდგინებას დამატებით სემესტრში დოქტორანტის დარეგისტრირების შესახებ. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 4 სემესტრისა.“.

ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ დანართი №2–ის „სასწავლო კომპონენტის განმარტებანის“ „პროფესორის ასისტენტობის“ პუნქტის ბოლოდან მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი/მასწავლებელი და  ასრულებს მისთვის განსაზღვრულ მინიმალური სავალდებულო საათობრივი დატვირთვით გათვალისწინებულ სამუშაოს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი).“.

გ) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ დანართი №2–ის „სასწავლო კომპონენტის განმარტებანის“ „პროფესორის ასისტენტობის“ პუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„დოქტორანტის მიერ ჩატარებული სამუშაო ჯგუფის, ლაბორატორიული სამუშაოების, პრაქტიკუმების საათები არ უნდა შედიოდეს სხვა აკადემიური და/ან მოწვეული პერსონალის საათობრივ დატვირთვაში.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი