დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №239/2018 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №239/2018
27 დეკემბერი, 2018


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 19 ოქტომბრის №247/01-01 და №248/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №213/2018 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 18.12.2018, №26772/10-02; 18.12.2018, №26766/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №28 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

ა) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრა

ა.ა) ზაზა ხინთიბიძე - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) ქეთევან ნადარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;

ბ) აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

ბ.ა) თურქოლოგიის კათედრა

მარიკა ჯიქია - პროფესორი;

ბ.ბ) ასირიოლოგიის კათედრა

ნინო სამსონია - ასოცირებული პროფესორი;

გ) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა)

რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი; 

დ) ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 

დ.ა) ახალი  ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა

თამარ შარაბიძე - ასოცირებული პროფესორი; 

დ.ბ) ფოლკლორისტიკის კათედრა

ხვთისო მამისმედიშვილი - ასოცირებული პროფესორი; 

ე) ქართული ენის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ქართველური ენათმეცნიერების კათედრა

ნინო შარაშენიძე - ასოცირებული პროფესორი;

ვ) თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 

ნინო წერეთელი - ასოცირებული პროფესორი;

ზ) თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა

თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2019-01-08 12:10:15