ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-01

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის გახსნა

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტში სამართლის და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დეპუტატები, მოსამართლეები დაესწრნენ.

ცენტრის მხარდამჭერები არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სამართლის და ეკონომიკის ცენტრი უახლოეს მომავალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაიხსნება.

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი საუნივერსიტეტო ბაზაზე დაფუძნებული ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგების ადრესატებისათვის გაცნობას.

ცენტრის მისიაა, შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ინტერდისციპლინური დისკუსიისა და იდეების გენერირების გარემო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტები და სტუდენტები.


Print

« იხ. ყველა სიახლე