ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და რექტორს, აბელ მაჰერამოვს შეხვდნენ. მხარეებმა ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.
შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორმა აბელ მაჰერამოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებას და
ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ორგანიზებას ითვალისწინებს.
შეხვედრის ბოლოს, თსუ რექტორმა აზერბაიჯანელ კოლეგას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.