ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლმა „გორდელა“ ჰარვარდის უნივერსიტეტში კონცერტი გამართა.
დევისის ცენტრში გამართული კონცერტი ცნობილი ქართველი მუსიკოსის, შემოქმედებითი გაერთიანების „ლომისი“ გენერალური დირექტორის გია ბაღაშვილის მასტერკლასის „საქართველო: ღვინის და პოლიფონიის აკვანი“ თანხლებით მიმდინარეობდა.