2017-10-03

თსუ დოქტორანტების წარმატება

თსუ დოქტორანტების წარმატება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები კვლავ ლიდერობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.

2017 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 40 პროექტიდან თსუ 14-ში  მონაწილეობს.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2017 წლის საგრანტო კონკურსზე 238 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა, რომლიდანაც 15 მოიხსნა. დარჩენილი 223 პროექტიდან დაფინანსდა 40.

დაფინანსება თსუ დოქტორანტების 14 (35%)-მა პროექტმა მოიპოვა.

გამარჯვებულ დოქტორანტებს დაენიშნებათ სტიპენდია, დაუფინანსდებათ სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯები, საზღვარგარეთ სტაჟირებისა და კონფერენციაზე გამგზავრება/მონაწილეობის ხარჯების ჩათვლით.


Print

« იხ. ყველა სიახლე