ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი “თსუ-ჰიუნდაი” სუპერლიგის საგზურის მფლობელია.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩში “ტიტები” 68:60 ანგარიშით დაამარცხა, “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.
„დღეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური
ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მოწინააღმდეგე გუნდში ბევრი გამოცდილი
კალათბურთელი თამაშობდა, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა, მიუხედავად
ყველაფრისა, მოვახერხეთ გამარჯვება“, - აღნიშნა “თსუ-ჰიუნდაის” მთავარმა მწვრთნელმა
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა
.
“თსუ-ჰიუნდაიში” 24 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო
სტანოიე კნეჟევიჩი. 18 ქულა მოაგროვა
სანდრო სანაძემ, ხოლო
დენიელ უილიამსის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. გამარჯვებაში 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 4 ქულით სოლიდური წვლილი შეიტანა
კრისტოფერ ანდერსონმა.
“თსუ-ჰიუნდაის” წევრები სუპერლიგაში გადასვლის ნიშნად სპეციალური მედალიონებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და გამგეობის წევრმა, ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვეს. გამარჯვებული გუნდისთვის განკუთვნილი “ა” ლიგის საჩემპიონო დაფა თსუ-ჰიუნდაელთა კაპიტანს,
დავით აფხაზავას გადაეცა.