2018-04-03

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა და საჯარო დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ორგანიზებით შედგა, ესწრებოდნენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები, სტუდენტები, ასევე ცენტრის ნეიროფსიქოლოგები, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა სპეციალისტები.   

,,ეს შეხვედრა სპეციალურად  იმ  მშობლებისთვის მოვაწყვეთ, რომელთაც ჰყავთ აუტიზმის სპექტრის მქონე შვილები, აქვთ კითხვები შვილების განვითარებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რ ც საშუალებას მისცემს მშობლებს, და სპეციალისტებს, გვქონდეს ღია კომუნიკაცია.  ეს კეთდება იმისთვის,   რომ   ვიყოთ სასარგებლოები ამ საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის და  მათთვის აქტუალურ კითხვებს პასუხი გავცეთ, - განაცხადა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ.     

შეხვედრაზე მშობლებსა და სპეციალისტებს შორის გამართულ დისკუსიაში, სხვადასხვა საკითხზე, პრობლემასა და ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. დისკუსიაში ჩართული მშობლის თამარ ამირანაშვილის თქმით, თბილისში არსებობს სერვისები, მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესახებ ინფორმაცია ყველა მშობელს არ აქვს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი უშუალო ურთიერთობა სპეციალისტებსა და მშობლებს შორის. "მე როგორც დაინტერესებული პირი, თვალს ვადევნებ და მეტ-ნაკლებად ვცდილობ, რომ დავესწრო ყველა ღონისძიებას, რომელიც ეხება ამ თემატიკას,“-განაცხადა მან. 

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილს აღინიშნება.







Print

« იხ. ყველა სიახლე