სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს დარგის, ქვედარგის/სპეციალიზაციის მიხედვით. სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს. აქედან 60 ECTS კრედიტი განკუთვნილია სასწავლო კომპონენტისათვის, ხოლო 120 ECTS კრედიტი კვლევითი კომპონენტზე.

დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი დარგში/ქვედარგში პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად;
ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ B 2 დონეზე ცოდნის დადასტურება (შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის წარმოდგენა). იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენას, ამ უცხო ენის C 1 დონეზე ცოდნის დადასტურება;
სავარაუდო ხელმძღვანელის (შესაბამისი ქვედარგის ხელმძღვანელის) თანხმობა;

გასაუბრების შედეგების მიხედვით დოქტორანტურაში მიმღები კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაცია.