ერასმუს + მიერ დაფინასებული პროექტის - განათლება დრონებისთვის (
Educational for Drone) მთავარი მიზანია შექმნას სასწავლო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი კომპეტენციების მიღება დრონების პროფესიონალურად გამოყენებისათვის. უფრო კონკრეტულად, ახალი კომპეტენციები გულისხმობს მოწინავე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ( ICT) დრონების შესწავლაში, უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მოპოვებული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა და პროფესიული კომპეტენციების ოპტიმიზაცია რაც წარმოადგენს ყველა პარტნიორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 სტრატეგიის დღის წესრიგს. ასევე, პროექტი მნიშვნელოვანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის დაძლევა ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ევროპა 2020 სტრატეგისაა და წახალისებულია ევროკომისიის მიერ კომუნიკაცია „ახალგაზრდები მოძრაობაში“ ფარგლებში.

დრონების პროფესიონალური გამოყენება გახსნის ახალ შესაძლებლობებს, რომლისთვისაც საჭირო იქნება პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რომელიც სცდება მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატის მართვასა და შენახვას: (i) დრონების მექანიკური მახასიათებლები, (ii) გადამცემი აღჭურვილობა, (iii) მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება, და (iv) დრონების გამოყენების მარეგულირებელი ეროვნული და ადგილობრივი კანონმდებლობა.

პროექტ eDrone-ის მთავარი მიზანია პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების ეფექტური ინსტრუმენტებით აღჭურვა იმისათვის რომ შეიქმნას ოფისები (OED), სადაც მოხდება ზემოთაღნიშნული ცოდნის გაზიარება პარტნიორი ქვეყნებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური ინფორმაციულ და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური სივრცის შექმნას პროფესიონალთა შორის საგანმანათლებლო მასალებისა და მონაცემთა ბაზების გაცვლის მიზნით. პროგრამის ქვეყნები (იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, რუმინეთი) გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებს, eDrone პროექტის მიზნების მიღწევისთვის დაატრენინგებენ მომავალ მასწავლებლებს და მხარს დაუჭერენ ოფისის წარმატებით მუშაობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო კურსზე - დრონების პრაქტიკული გამოყენების საპილოტე კურსზე.