მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის არის არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია. მაკ-ის მიზანს წარმოადგენს ისეთი პროექტების განვითარება და ხელშეწყობა, რომელიც ემსახურება განათლების და სამედიცინო პრობლემების მოგვარებას შეზღუდული შესაძლებობების და ასევე, რისკის ჯგუფებში შემავალი სხვა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამჟამად, მაკ-ში მუშაობენ ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები.

მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური სწავლის ცენტრის თანამშრომლობით შეიქმნა დისტანციური საგანმანათლებლო კურსი ქცევის მართვის ტრენინგი.  კურსის  წარმატებით დაძლევის შედეგად გაიცემა ერთობლივი სერთიფიკატი.