ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ჰუმანისტური ტრადიციების, ძველი ქართული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრების სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მრავალდარგოვანი კვლევითი უნივერსიტეტი, რომლის მისიაა:
ღირებულებები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიით განსაზღვრულ იდეალებს; უნივერსიტეტის ღირებულებები ეფუძნება კრიტიკულ, შემოქმედებით და პროგრესულ აზროვნებას, აკადემიური თავისუფლებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპებს, ღია, დინამიურ და გამჭვირვალე ურთიერთობებს.
ხედვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვაა, 2024 წელს წარმოადგენდეს ევროპული ღირებულებების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს, რომელსაც უზრუნველყოფილი ექნება:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მრავალდარგოვანი კვლევითი უნივერსიტეტი, რომლის მისიაა:
- ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
- ახალი ცოდნის შექმნა, შენახვა და გავრცელება;
- კვლევებითა და ინოვაციებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;
- სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
- მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;
- თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრობა.
ღირებულებები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიით განსაზღვრულ იდეალებს; უნივერსიტეტის ღირებულებები ეფუძნება კრიტიკულ, შემოქმედებით და პროგრესულ აზროვნებას, აკადემიური თავისუფლებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპებს, ღია, დინამიურ და გამჭვირვალე ურთიერთობებს.
ხედვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვაა, 2024 წელს წარმოადგენდეს ევროპული ღირებულებების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს, რომელსაც უზრუნველყოფილი ექნება:
- საგანმანათლებლო პროგრამების საზოგადოების მოთხოვნებთან და შრომის ბაზართან ჰარმონიზაცია, მათ შორის მუდმივად განვითარებადი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით;
- ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების გაზრდილი რაოდენობა;
- საგანმანათლებლო, კვლევითი და ადმინისტრაციული პროცესების ინტერნაციონალიზაცია.