2015-07-28
ბრძანება №:21/29 - 1

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ“ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 10 ივნისის №13/29 - 1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                   
№ 21/29 - 1
27.07.2015 
ქ.თბილისი


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ“ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 10 ივნისის №13/29 - 1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ                                                                                                                             

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ“ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 10 ივნისის №13/29 - 1 ბრძანებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1.1.     ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე“;
1.2.    ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ასოცირებული პროფესორი ენვერ ლაგვილავა;“
1.3.    ბრძანების მეორე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ქეთევან ჩიტალაძე   –  მდივანი.“
1.4.    ბრძანების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი (მაღლივი), ოთახი №513) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს:
ა)მოდული: მარკეტინგი 30.07.2015, 10:00 სთ-ზე;
ბ)მოდული: საერთაშორისო ბიზნესი 30.07.2015, 11:00 სთ-ზე;
გ) მოდული: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი 30.07.2015, 11:30 სთ-ზე;
დ) მოდული: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი 30.07.2015, 12:00 სთ-ზე;
ე) მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე 31.07.2015, 10:00 სთ-ზე და 1.08.2015, 10:00 სთ-ზე;
ვ) მოდული: მენეჯმენტი 1.08.2015, 10:00 სთ-ზე;
ზ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა 3.08.2015, 10:00 სთ-ზე და 4.08.2015, 10:00 სთ-ზე.
1.5.     ბრძანების მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი (მაღლივი), ოთახი №515) ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს:
ა) მოდული: მაკროეკონომიკა 31.07.2015, 13:00 სთ-ზე და 1.08.2015, 10:00 სთ-ზე;
ბ) მოდული: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა 30.07.2015, 11:00 სთ-ზე;
გ) მოდული: საერთაშორისო ეკონომიკა 30.07.2015, 10:30 სთ-ზე;
დ) მოდული: ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია 30.07.2015, 12:30 სთ-ზე;
ე) მოდული: ბიზნესის ეკონომიკა 30.07.2015, 10:00 სთ-ზე;
ვ) მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა 31.07.2015, 10:00 სთ-ზე.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი      თ. ბერიძე

« უკან დაბრუნება