2020-02-14
ბრძანება №:09/29-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დეკანის ბრძანება
№ 09/29-01
13.02.2020წ.
ქ. თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ) პროფესორი ლევან საბაური;
დ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
ე) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
ვ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;
ზ) ასისტენტ-პროფესორი ნატო კაკაშვილი - მდივანი.
ეკონომიკის მიმართულება
ა) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
გ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
დ) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
ე) პროფესორის ასისტენტი ქეთევან ჩიტალაძე - კომისიის მდივანი.
ტურიზმის მიმართულება
ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი - ეკა ლეკაშვილი;
გ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
დ) ასისტენტ-პროფესორი - მერაბ ხოხობაია;
ე) ასისიტენტ-პროფესორი - ვალერი არღუთაშვილი
ვ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.
2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს - 25.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #609), ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს - 25.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #206) და ტურიზმის მიმართულებით განხორციელდეს - 26.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #513).
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
გიორგი ღაღანიძე