2015-07-28
ბრძანება №:22/29 -01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№  22/29 -01
27.07.2015წ.       
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

           

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29 - ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51 - ე მუხლის პირველი ნაწილის, 53 - ე მუხლის პირველი, მე - 2 და მე–3 ნაწილების, 54 - ე მუხლის პირველი ნაწილის, 56 -   მუხლის მე - 2 ნაწილის, 57 - ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 /ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 18 მუხლის მე - 4 პუნქტის, 21 - ე მუხლის მე - 5 პუნქტის „ა“, „კ“ და მე - 6 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს   №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი № 1 მე - 2 მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ ტურიზმის განვითარების  ინსტიტუტის ხელმძღვანელის წერილის (4049/29, 21.07.2015) შესაბამისად

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით :

ა) ეკა ლეკაშვილი   -   ასოცირებული პროფესორი, თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარე;

ბ) მამუკა ხუსკივაძე - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის მთავარი სპეციალისტი;

გ) მერაბ ზედგენიძე - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის მთავარი სპეციალისტი;

დ) ვალერი არღუთაშვილი - ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასისტენტ - პროფესორი;

ე) ნანა მაისურაძე - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი;

ვ) ინეზა ვაწაძე - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის აპარატის მდივან - რეფერენტი, კომისიის მდივანი.

2.       წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

3.       ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი       თ. ბერიძე

 

 

« უკან დაბრუნება