2015-07-28
ბრძანება №:20/29-1

“სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 18 ივნისის №16/29 - 1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№ 20/29-1
20.07.2015     
ქ.თბილისი    
   

          

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 201 5 - 201 6 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 1 8 ივნისის   16 /29 - 1     ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ                                                                                                                                   

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29 -ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51 -ე მუხლის პირველი ნაწილის, 52 -ე მუხლის პირველი ნაწილის, 53 -ე მუხლის პირველი, მე -2 და მე–3 ნაწილების, 54 -ე მუხლის პირველი ნაწილის,57 -ე მუხლის, 63 -ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე - 5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ - ის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე -4 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.       შევიდეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 201 5 - 201 6 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 1 8 ივნისის   16 /29 - 1     ბრძანებაში :

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების მე - 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

ბ) ბრძანების მე - 3 პუნქტის „გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ეკა ლეკაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2.       წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე   განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

3.       ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი    თეიმურაზ ბერიძე         

 

 

 

 

 

 

 

 

« უკან დაბრუნება