2013-01-08
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
#29/23-01 28. 12. 2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოწვევის კონკურსი (შერჩევის პროცესი) 2013 წლის 3 იანვარს;
2. შეიქმნას საკონკურსო კომისია 2013 წლის 8-11 იანვარს;
3. კონკურსანტმა დეკანის #26 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები: განცხადება დეკანის სახელზე, ავტობიოგრაფიული რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (არსებობის შემთხვევაში), ცნობა სხვა უნივერსიტეტ(ებ)ში აკადემიური დატვირთვის შესახებ წარმოადგინოს 2013 წლის 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუკტეტის კანცელარიაში;
4. განხორციელდეს საკონკურსო საბუთების განხილვა, კონკურსანტთან გასაუბრება და ერთიანი ბაზის ფორმირება 2013 წლის 16-25 იანვარს;
5. გამოცხადდეს კონკურსის შედეგები 2013 წლის 28 იანვარს;
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
7. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე