2013-01-23
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის #29/23-01 (28.12.2012) ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
#02/23-01 23. 01. 2013
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის #29/23-01 (28.12.2012) ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე #02/23-01 23. 01. 2013
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსაწვევი სპეციალისტების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ოქმი #1; 22.01.2012) საფუძველზე
1. შევიდეს ცვლილება #29/23-01 (28.12 2012) ბრძანებაში და მისი მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. განხორციელდეს საკონკურსო საბუთების განხილვა და ერთიანი ბაზის ფორმირება 2013 წლის 16-25 იანვარს.”;
დაემატოს:
,,4. საკონკურსო საბუთების განხილვის შედეგად ფორმირებული ბაზის საფუძველზე, საათობრივი ანაზღაურების წესით სპეციალისტების მოწვევა განახორციელონ შესაბამისი კათედრების ხელმძღვანელებმა კონკრეტული სასწავლო სემესტრის დატვირთვის მიხედვით”;
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე