2013-04-27

თსუ რექტორის (#43/01-01; 18.04.2013წ.) ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების მიზნით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

    დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა     
#10/01-01                                          27. 04. 2012

თსუ რექტორის (#43/01-01; 18.04.2013წ.) ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, სტიპენდიების მიღების მოთხოვნისას წარმოსადგენი საბუთების ნუსხა და საბუთების მიღების ვადა;
2.    სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი და კონფერენციის პროგრამა;
დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;
ე) საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან). პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით;
3.     საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 204ა აუდიტორია, საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 29 აპრილი, 18:00 სთ.
4.    შეიქმნას სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1)    აკაკი ხელაძე _ ფაკულტეტის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე)
2)    აკაკი მიქაბერიძე _ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
3)    ელგუჯა მექვაბიშვილი _ ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფაკულტეტის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
4)    ბაბულია მღებრიშვილი ¬_ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
5)    მანანა ლობჟანიძე _ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
6)    ია ნაცვლიშვილი _ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
7)    ნინო პაპაჩაშვილი _ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
5.    კომისიამ სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განახორციელოს არაუგვიანეს 2013 წლის 7 მაისისა;
6.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
7.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე