2015-09-25
ბრძანება №:27/29 - 1
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 27/29 - 1
14.09.2015
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
დ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
ე) პროფესორი იაშა მესხია;
ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
ზ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
თ) ასოც. პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
ი) ქეთევან ჩიტალაძე – კომისიის მდივანი.
2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა განხორციელდეს 23.09.2015, 10:00 სთ-ზე, მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (მაღლივი), ოთახი №515.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თ. ბერიძე
« უკან დაბრუნება