სამეცნიერო კვლევითი სემინარები

  • ცნობილი სამხრეთ აფრიკელი ეკონომისტის, პროფესორ დავი რუდტის (Dawie Roodt) საჯარო ლექცია თემაზე: ,,გამოქვაბულიდან კრიპტო სამყარომდე - ჩვენი საოცარი მოგზაურობა“ 2019 წლის 11 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით,  გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,გამოქვაბულიდან  კრიპტო სამყარომდე - ჩვენი საოცარი მოგზაურობა“. დავი რუდტი, ცნობილი ეკონომისტი სამხრეთ აფრიკიდან, ,,Effective Group’’-ის დამფუძნებელი და დირექტორი. დავი რუდტის (Dawie Roodt) საქმიანობის სფეროს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს. ამჟამად იგი იკვლევს კრიპტოვალუტების გავლენას მონეტარულ პოლიტიკაზე. ლექციის ფარგლებში დავი რუდტმა განიხილა კაცობრიობის გზას პირველყოფილობიდან ციფრულ ეპოქამდე.
  • პოლონელი პროფესორის ლექცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019 წლის 4 მაისს, რჟეშოვის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ეკოინოვაციების დეპარტამენტის პროფესორის იოლანტა ტრეს-რუსიეკას ლექცია თემაზე: "კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციები პოლონურ კომპანიებში"
  • გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, ბატონ კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია და სტუდენტთა შერჩევა გერმანიაში საზაფხულო საწარმოო პრაქტიკის გასავლელად 2019 წლის 15 აპრილს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ტრადიციული, გერმანულენოვანი საჯარო ლექცია ბიზნესის ეთიკის მიმართულებით, წაიკითხა ცნობილმა გერმანელმა მეწარმემ, მეცენატმა, მხატვარმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელმა, თსუ საპატიო დოქტორმა და საქართველოს საპატიო კონსულმა მიუნხენში, ბატონმა კლაუს ჰიპმა.უკვე მრავალი წელია, ბატონი ჰიპი  არჩევს რამდენიმე სტუდენტს და იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. პრაქტიკანტი სტუდენტები იღებენ მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას. მათ საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო. ლოჯისტიკის თუ შესყიდვების განყოფილებებში. აუდიტორია 206
  • სემინარი თემაზე „იჯარის აღრიცხვა ფასს 16 შესაბამისად“ 2018    წლის 9 ნოემბერს 16 საათზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის სემინარი თემაზე: „იჯარის აღრიცხვა ფასს 16  შესაბამისად“  მომხსენებლები:პროფესორი ლევან საბაური ასოცირებული პროფესორი ნადეჟდა კვატაშიძე ასოცირებული პროფესორი მარინა მაისურაძე. აუდიტორია 206
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან თემა: “ძირითადი გლობალური ცვლილებები 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში: მითები და სინამდვილე“ მომხსენებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე მამრაძე თარიღი: 2018 წელი 25 ოქტომბერი, აუდიტორია 206
  • პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან “ქართული სოფლის გამოწვევები და პერსპექტივები” მომხსენებელი: სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი პაატა კოღუაშვილი. თარიღი: პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 წელიდრო: 16:00 საათი, მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2 (მაღლივი კორპუსი), აუდიტორია 206

  • ,,საქართველოში ფისკალური მდგრადობის ანალიზი’’, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი მარინა მუჩიაშვილი. ჩატარების დრო და ადგილი: 2017 წლის 16 ივნისი, 14:00 სთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, X (მაღლივი) კორპუსი, მეორე სართული, ფილიპე გოგიჩაიშვილი სახელობის აუდიტორია #206;
  • ,,საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირებისა და განვითარების სტრატეგია’’, მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი მურმან ცარციძე. ჩატარების დრო და ადგილი: 2017 წლის 19 მაისი, 12:00 სთ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, X (მაღლივი) კორპუსი, მეორე სართული, ფილიპე გოგიჩაიშვილი სახელობის აუდიტორია #206;
  • ,,ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები საწარმოებში’’, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური. ჩატარების დრო და ადგილი: 2017 წლის 24 მაისი, 13:00 სთ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, X (მაღლივი) კორპუსი, მეორე სართული, ფილიპე გოგიჩაიშვილი სახელობის აუდიტორია #206
 
გამოქვეყნების თარიღი:2017-04-19 10:42:28