CALENDAR

სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

« 1 2 3 »

ა) სამეურნეო განყოფილება (განყოფილების უფროსი (1), უფროსი სპეციალისტი (2), სპეციალისტი (1));
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
1) უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების, დამხმარე შენობა ნაგებობების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა და დასუფთავება, ნარგავების მოვლა, შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების,   კომპიუტერუ-ლი ცენტრების, სპორტული მოედნების, და დარბაზების ტეკნიკურად გამართულ და თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის  ზრუნვა.
2) საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის ქონების გადაადგილებისას დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტების მიხედვით ქონების მოძრაობა
3) უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული, ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი, ჩამოსაწერ ქონებაზე დადგენილი წესით დოკუმენტების მომზადება და წარდგენა
4) შესრულებული სამუშაოების შემდეგ, გახარჯული მასალების დადგენილი წესით ჩამოწერისათვის დოკუმენტების მომზადება
განყოფილების უფროსი:
5) უნაწილებს მოვალეობებს  თანამშრომლებს და აძლევს მათ მითითებებს, დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად,
6) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს   წინადადებებს
პერსონალთან შრომითი ურთიერთობის  შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
7) პასუხისმგებელია განყოფილების თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე, ძირითადი ფუნქციებისა, მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულებაზე

ბ) მომარაგების განყოფილება (განყოფილების უფროსი (1), უფროსი სპეციალისტი (1), სპეციალისტი (2));
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
1) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება საჭირო მატერიალური ფასეულობებით, მასალებით, სამეურნეო, საკანცელარიო ინვენტარით და მათი  განაწილება დადგენილი წესის მიხედვით
2)  სასაწყობო მეურნეობაზე სისტემატური კონტროლის განხორციელება
3) მიღებული და გაცემული საქონლის ელექტრონული და დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება
  განყოფილების უფროსი:
4) უნაწილებს მოვალეობებს  თანამშრომლებს და აძლევს მათ მითითებებს, დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად,
5) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს   წინადადებებს
პერსონალთან შრომითი ურთიერთობის  შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
6) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობაში კანონიერებისა და   კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში
7) პასუხისმგებელია განყოფილების თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე, ძირითადი ფუნქციებისა, მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულებაზე
« 1 2 3 »