ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიქტორანტურაში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფს თსუ-ს საგამოცდო ცენტრი.
დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, აგრეთვე რეზიდენტურის კურსდამთავრებულებს. საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
საბუთების მიღება
საბუთების მიღების ვადები მტკიცდება თსუ-ს რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით. საბუთების მიღებას ახორციელებს ფაკულეტეტების მიმღები კომისიები.
დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის ეტაპები:
ა) საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული);ბ) გასაუბრება
გ) გამოცდა ქართულ ენაში (B2 დონე), თუ კონკურსანტისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე;
საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში
საკონკურსო გამოცდაზე უცხო ენაში კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ა) დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგინა საბუთები მიმღებ კომისიასთან;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება სადოქტორო პროგრამის მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს.
კონკურსანტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა რომელიმე ევროპულ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) (B2 დონე), თუ სადოქტორო პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საგამოცდო ნაშრომი ფასდება 100-ბალიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად მიიჩნევა თუ კონკურსანტი მიიღებს 50 ქულაზე მეტს, თუ სადოქტორო პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი.
უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (სერტიფიკატების ჩამონათვალი იხ. დანართის სახით), ან/და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს.

საკონკურსო გამოცდების შედეგების გასაჩივრება
კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო გამოცდაში მიღებული შეფასება გაასაჩივროს სააპელაციო კომისიასთან ამისათვის დადგენილ ვადაში. გასაჩივრების ვადები მტკიცდება თსუ-ს რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება ვებ-გვერდზე.
გასაუბრება
კონკურსანტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს უცხო ენის გამოცდას, გადის გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.
დოქტორანტურაში ჩარიცხვა
კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას ჩაირიცხებიან დოქტორანტურაში. ჩარიცხვა ხორციელდება თსუ-ს რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე. ჩაირიცხვას ორგანიზებას უკეთებს თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი. ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადაში უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეების უფლება-მოვალეობები.
აკადემიური საბჭოს დადგენილება №173 - ,,დოქტორანტურაში მიღების წესი”
კონკურსანტთა ქცევის წესები