CALENDAR

 
თსუ–ში 2010–2011 სასწავლო წლის მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები
ვადები:
საბუთების ნუსხა:

კონკურსანტი ვალდებულია დადგენილ ვადებში მიმღებ კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა);
  • განაცხადის შევსებული ფორმა (განაცხადის ფორმა);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (იმ შემთხვევაში თუკი გარკვეულ ვადებში არ ესწრება დიპლომის გაცემა, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ცნობა ბაკალავრიატის სრული კურსის დამთავრების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • სამხედრო ბილეთის ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე;
  • ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა;

(შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება).

საბუთების მიმღები კომისიის მისამართები :

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ (ბიოლოგების) XI კორპუსი, ოთახი №303.
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის №36. თსუ V კორპუსი, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი.
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №202.
  • ეკონომიკის ფაკულტეტი – უნივერსიტეტის ქუჩა №2, (მაღლივი) X კორპუსი, VI სართული, ოთახი №602.
  • იურიდიული ფაკულტეტი – ი.ჭავჭავაძის გამზ. № 3, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია.
  • მედიცინის ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. № 5, თსუ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის /ყოფილი “ლეჩკომბინატის”/ ტერიტორია, შესასვლელი ეზოდან.

--------------------------
უცხო ენის საგამოცდო ტესტების ნუმუშები B1, B2

ინგლისური
B1
B2
გერმანული
B1
B2
ფრანგული
B1
B2