ღონისძიებები

საუკეთესო სტუდენტის ჯილდო

„პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“, ყოველწლიურად, გადაეცემა თსუ-ში დარეგისტრირებულ პორტუგალიური ენის სტუდენტს მისი აკადემიური მოსწრების, აქტიურობისა და ნიშნების გათვალისწინებით.

გამარჯვებულ სტუდენტს ჯილდოს სახით გადაეცემა:
• სტიპენდია ( 500 ევროს ოდენობით) ლისაბონში, პორტუგალიური ენის შესასწავლი საზაფხულო სკოლისათვის, რომელსაც გადასცემს კამოეშის - თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტი
• სამგზავრო ბილეთი (თბილისი-ლისაბონი-თბილისი), რომელსაც უზრუნველყოფს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც:
• უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული აქვთ პორტუგალიური ენის 5 კრედიტი
• პორტუგალიური ენის ღია კურსებიდან, რომელიც შეიქმნა უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში
• პორტუგალიური ენის თავისუფალი კურსებიდან, რომელსაც სთავაზობს პორტუგალიური ენის ცენტრი

შერჩევის პროცესი
სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკურში მონაწილეობით, უნდა დაუკავშირდნენ პორტუგალიური ენის ცენტრის დირექტორს ელექტრონულ მისამართზე.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (თარიღი და მონაწილეობის პირობები) გამოცხადდება ყოველწლიურად.

***

ნათია ბრეგვაძე არის 2015 წლის „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო-“ს გამარჯვებული. ნათიამ, კამოეშის ინსტიტუტის დაფინანსებით და თსუ-ს ხელშეწყობით, ერთი თვე გაატარა ლისაბონში (პორტუგალიაში), სადაც სწავლობდა პორტუგალიურ ენას და კულტურას.


ანი  გურულიშვილი - 2016 წლის „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ გამარჯვებული.

მარი ლომსაძე - 2017 წლის „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ გამარჯვებული.

მარი დავაძე - 2018 წლის „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ გამარჯვებული.

ათინა სიხარულიძე - 2019  წლის „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ გამარჯვებული.


კულტურული აქტივობები

ცენტრი ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას ისეთ კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფესტივალები, გამოფენები, კონცერტები და სხვ. თემის აქტუალობიდან გამომდინარე მსგავსი სახის ღონისძიებები შეიძლება მომზადდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე საქართველოში დაგეგმილ სხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად (მაგ. ლუსოფონურ პერსპექტივაში ღონისძიებების თანაორგანიზატორი შეიძლება იყოს ბრაზილიის საელჩო საქართველოში).

კონფერენციები/ვორქშოფები

2014 წლიდან, ცენტრი თავის ბაზაზე ორგანიზებას უწევს კონფერენციათა და ვორქშოფთა სერიას ინგლისურ ენაზე, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება თვეში ერთხელ  თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

განახლებული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში: ( Portuguese at TSU) ან ბლოგი ( portugueseattsu.wordpress.com)