გადაწყვეტილების მიღება

1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით  სხვა  რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების  წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების  წარდგენიდან  15 დღის  ვადაში.
3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 100)