25 ივნისი, .2010
დადგენილება 60/2010
გაცვლითი პროგრამის მონაწილე უცხოელი სტუდენტების
მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ  

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე უცხოელი სტუდენტების მომსახურების წესი  (დანართი 1), სასწავლო ხელშეკრულების, ნიშნების ფურცლის ქართული და ინგლისურენოვანი ფორმები (ფორმა 1, 2, 3).

  2. დადგენილების შესრულება დაევალოს საგარეო ურთიერთობათა, სასწავლო, საფინანსო დეპარტამენტებს და მატერიალური რესურსების სამსახურს (თ. გერგედავა, რ. ჩიქოვანი, ი. საღარეიშვილი, დ. ჩერქეზიშვილი).

  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი