თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. გახლავთ გეოლოგიაში ხარისხების მიმნიჭებელი დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე. 1971 წლიდან მუშაობს უნივერსიტეტში, მისი სამეცნიერო სფეროები და კვლევის მიმართულებებია: საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ნეოგენურ-ანთროპოგენური ვულკანური და ვულკანოგენ-დანალექი წარმონაქმნების პეტროლოგიურ-გეოქიმიური კვლევა და მათი დროსა და სივრცეში განაწილების კანონზომიერების დადგენა, ვულკანურ აპარატებზე მონიტორინგის წარმართვა; ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკანური ჰიდროთერმული პროცესებისა და მადნეული და არამადნეული მინერალიზაციის პროცესების შესწავლა. არის ათეული პუბლიკაციის ავტორი, მათგან იმპაქტ-ფაქტორიან და საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში. არის სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიების ავტორი. არის საერთაშორისი კონფერენციის, ვორქშოპისა და კონგრესის მონაწილე და მომხსენებელი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.